საერთაშორისო საინფორმაციო ტექნოლოგიების კვლევითი კომპანიების ანგარიშების თანახმად, საშუალო ბიზნესების 60%-ს არ აქვს გამართული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მისცემდათ მათ საშუალებას გაეუმჯობესებინათ საოპერაციო ეფექტურობა. პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა ან განახლება კომპანიის მენეჯმენტისთვის ასოცირდება:
სოლიდურ ფინანსურ დანახარჯთან: პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა ან შეძენა მნიშვნელოვან დანახარჯთან არის დაკავშირებული და მისაღები სარგებელი ნათლად არ არის ხოლმე აღქმული.
ბაზარზე გასვლის დრო: შეძენილი პროგრამული უზრუნველყოფა მზად არის დანერგვისთვის თუმცა საჭიროებს მოდიფიკაციას/მორგებას და მონაცემების მიგრაციას. In-house დეველოპმენტი კი საჭიროებს როგორც ფინანსურ ასევე კვალიფიციურ ადამიანურ რესურსს.
არსებულ საჭიროებებზე მორგებული მზა პლათფორმის მოიძებისა და დანერგვის სირთულესთან.
დანერგვის შემდგომ, პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების და განვირთარების სირთულესთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კომპანის მთავარი საქმიანობა არ არის ციფრული მომსახურების გაწევა და მას არ ჰყავს შესაბამისი ტექნიკური გუნდი.
ფოკუსირება ძირითადი ბიზნეს საქმიანობებზე: პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის ან შექმნის პროცესში, კომპანიებს რესურსის კონცენტრირება და ფოკუსის გადატანა უწევთ ამ საქმიანობაზე, თავიანთი ძირითადი ბიზნეს საქმიანობის განვითარების ნაცვლად.
თუმცა, ყველა ხელმძღვანელს ესმის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, თანამედროვე საოპერაციო სისტემის არ არსებობა, აისახება კომპანიების მომსახურების ხარისხზე, კონკურენტუნარიანობაზე, განვითარების სისწრაფეზე და საბოლოო ჯამში - მომგებიანობაზე.
როგორ უნდა მოიქცეს საშუალო ბიზნესი, რომელსაც არ ჰყავს საკუთარი IT / პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება და არ იცის რომელი პროგრამა აირჩიოს? ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალია პარტნიორობა სპეციალიზირებულ საკონსულტაციო კომპანიასთან ან გამოცდილ ცვლილებების მენეჯერთან, რომელიც დაგეხმარებათ აირჩიოთ არსებული პროგრამული უზრუნველყოფა სანდო მწარმოებლისგან. მეორე გამოსავალია - ამის თავად გაკეთება, თუმცა ამგვარი გამოცდილების არ ქონის შემთხევაში წარუმატებლობის ალბათობა მაღალია.
დღეს ბევრი კომპანია და პროფესიონალი სთავაზობს ბიზნესებს პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევის და დანერგვის მომსახურებას. ისინი გეხმარებიან აირჩიოთ სისტემა, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენი კომპანიის საჭიროებებს და ბიუჯეტს.
მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიების საშუალოდ 70-80% ამჯობინებს პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას, ვიდრე მის შექმნას. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში, სადაც ინდივიდუალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ხარჯები და დრო შეიძლება ბევრად დიდი იყოს ვიდრე მიღებული სარგებელი.
გლობალური საოპერაციო პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარი, რომელიც მოიცავს მზა გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ERP, CRM და HR სისტემები, არსებული მოთხოვნის ფარგლებში სწრაფად იზრდება.
პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევისა და დანერგვის პროცესის წარმატებით განსახორციელებლად, უნდა გაითვალისწინოთ არაერთი ფაქტორი და არსებული საუკეთესო პრაქტიკები.
გთავაზობთ, გამოცდილ 10 ნაბიჯიან გზამკვლევს, იმისათვის რომ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა წარმატებით შეძლოთ:
ხელმძღვანელების მხარდაჭერა: ხელმძღვანელობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა პროექტს ჰქონდეს აუცილებელი რესურსები, ხილვადობა და დაინტერესება ორგანიზაციაში.
კომუნიკაციის გეგმა: შიდა და გარე კომუნიკაციის სტრატეგია უზრუნველჰყოფს, რომ პროცესის განმავლობაში ყველა დაინტერესებული მხარე ინფორმირებული იყოს. რეგულარული განახლებები დაგეხმარებათ მოლოდინების მართვაში და პრობლემების ადრეულ ეტაპზე გადაჭრაში.
რისკების მართვა: შეაფასეთ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასთან, როგორიცაა მონაცემების დაკარგვა, გამორთვის დრო ან მომხმარებელთა წინააღმდეგობა.
ცვლილებების მართვა: გაითვალისწინეთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა ხშირად მოითხოვს სამუშაო პროცესების, როლებისა და პასუხისმგებლობების ცვლილებებს.
გამყიდველთან ურთიერთობის მართვა: შეინარჩუნეთ ძლიერი ურთიერთობები მომწოდებლებთან და უზრუნველყავით, რომ SLA-ები იყოს მკაფიო, გაზომვადი და შესრულებული.
დამოუკიდებელი ხარისხის შემოწმებები: გაითვალისწინეთ დამოუკიდებელი ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის ჩართვა, რომელიც თვალყურს მიადევნებს დანერგვის პროცესს, რათა დარწმუნდეთ, რომ ის აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას.
კულტურული შესაბამისობა და მომხმარებლის ჩართულობა: პროგრამული უზრუნველყოფა უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის კულტურას და ღირებულებებს. ჩართეთ საბოლოო მომხმარებლები შერჩევის პროცესში, რათა დარწმუნდეთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს და ისინი გრძნობენ საკუთრებას ახალ სისტემაზე.
მასშტაბურობა და მომავალი ზრდის გეგმა: აირჩიეთ პროგრამული გადაწყვეტილება, რომელიც მასშტაბირებადია თქვენი კომპანიის ზრდასთან ერთად და შეუძლია ადაპტირება მომავალ საჭიროებებთან.
დეტალური დოკუმენტაცია და ცოდნის გადაცემა: აწარმოეთ პროცესის დეტალური დოკუმენტაცია და უზრუნველყავით, რომ ცოდნა ეფექტურად გადაეცეს დანერგვის გუნდიდან საოპერაციო გუნდს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მართავს პროგრამულ უზრუნველყოფას.
დაინტერესებული მხარეების გამოხმაურება და უწყვეტი გაუმჯობესება: დანერგვის შემდეგ, მუდმივად შეაგროვეთ უკუკავშირი ყველა დაინტერესებული მხარისგან, მათ შორის საბოლოო მომხმარებლებისგან, რათა დარწმუნდეთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა კვლავ აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. მუდმივი მონიტორინგი გაუწიეთ პროგრამული უზრუნველყოფის პერფორმანსს და მომხმარებელთა კმაყოფილებას დანერგვის შემდეგ. დაგეგმეთ რეგულარული შემოწმებები, რათა განსაზღვროთ გაუმჯობესების სფეროები.
![](https://static.wixstatic.com/media/1dddb1_7d9a50e91fd24009afbdefa2f60dbee7~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_654,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/1dddb1_7d9a50e91fd24009afbdefa2f60dbee7~mv2.jpg)
გამართული პროგრამული უზრუნველყოფა არ არის ფუფუნება, არამედ არის აუცილებლობაა თანამედროვე ბიზნესისთვის. ნუ გადადებთ თქვენი კომპანიის ციფრულ ტრანსფორმაციას - აირჩიეთ სწორი პროგრამული უზრუნველყოფა და გადადგით ნაბიჯი წარმატებისკენ!
Comments