top of page
Search

ემოციური ინტელექტი = უმნიშვნელოვანესი უნარი ლიდერისთვის

Writer's picture: Eka TabatadzeEka Tabatadze

Updated: Aug 22, 2024

ბოლო წლებში ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ძალიან მალე AI და რობოტები ჩვენ ჩანაცვლებას შეძლებდნენ ყველა საქმესა თუ სამსახურში. ერთადერთი, რასაც ისინი მარტივად ვერ ჩაანაცვლებდნენ, ეს იყო ჩვენი ემოციური ინტელექტი და ემპათიის უნარი. დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ემოციური ინტელექტიც დასწავლადია. მაგრამ, სანამ რობოტები "უმუშევრებად" დაგვტოვებენ :), ყოველდღიურად, სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რის დაძლევაშიც ემოციური ინტელექტი ძალიან გვეხმარება.


მაშ, რა არის ეს ემოციური ინტელექტი?

უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს არის ის, თუ როგორ ვურთიერთობთ სხვებთან: გვესმის თუ არა მათი, გვაქვს თუ არა თანაგრძნობა მათ მიმართ, ვცემთ თუ არა პატივს მათ გრძნობებს და მოსაზრებებს, ვუსმენთ თუ არა მათ და ვიღებთ თუ არა მათ ისეთებს, როგორებიც არიან. თუმცა, ჩვენ, ადამიანები, გარკვეულწილად ეგოისტი არსებები ვართ (ჩვენი გადარჩენის ინსტინქტის გამო) და უფრო მეტს ვფიქრობთ სხვებზე დაკვირვებაზე და მათთან ურთიერთობაზე, თუ როგორ გამოვასწოროთ ისინი, ვიდრე რომ ჩავუღმავდეთ საკუთარი თავს.


რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი საკუთარ თავთან მიმართებაში?

უპირველეს ყოვლისა, ეს არის საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი აზრების და სურვილების პატივისცემა. და ასევე, ეს არის საკუთარი თავის მართვა.


რატომ არის ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანი ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში?

იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით (და იმედია მომავალშიც) ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ და გვიწევს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ემოციური თუ ინტელექტუალური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე არიან, მათ აქვთ საკუთარი შიშები, წუხილები, სურვილები და მოტივატორები. ამიტომ, ემოციური ინტელექტის ელემენტების ეფექტურად გამოყენება, როგორიცაა თვითრეგულაცია, თვითშემეცნება, მოტივაცია, თანაგრძნობა და სხვა სოციალური უნარები, გვეხმარება დავამყაროთ ხარისხიანი ურთიერთობები და წარმატებით ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან.



10 views0 comments

Comments


©2024 შექმნილია Cando-ს მიერ.

bottom of page