top of page

შედეგების მართვა


დღევანდელი სწრაფი ტემპის მქონე ტექნოლოგიურ ლანდშაფტში ეფექტური ოპერაციები და სინქრონიზაცია IT და ბიზნეს გუნდებს შორის გადამწყვეტია კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად.

შედეგების მართვის ეფექტური მიდგომების დანერგვის მომსახურება შექმნილია კომპანიებისთვის, რომლებშიც დასაქმებულია ხუთზე მეტი აიტი პროფესიონალი და ორი ან მეტი ბიზნეს გუნდი. 

ჩვენს მიერ დანერგილი მიდგომები გაგიზრდით პროდუქტიულობას, გააუმჯობესებს თანამშრომლობის ხარისხს და წაადგება ერთიანობაში თქვენი ბიზნეს პროცესების გამართულად ფუნქციონირებას.

საკვანძო სარგებელი:

  • გაზრდილი პროდუქტიულობა

  • გაუმჯობესებული განწყობა, მოტივაცია და შენარჩუნების მაჩვენებელი გუნდში 

  • ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის და სინქრონიზაციის ხარისხის ზრდა

  • რისკების მართვა და ფუჭად გახარჯული რესურსების მინიმიზაცია

პერფორმანსის ანალიზი და რეპორტინგი

მონაცემებზე დაფუძნებული მიგნებები: გუნდების პერფორმანსის შეფასება ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სისუსტეების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.

შედეგების ვიზუალიზაცია რეალურ დროში: რეალურ დროში შედეგების მონიტორინგის მიზნით საზომი იდენტიფიკატორების შემუშავება და პროაქტიული მენეჯმენტის ხელშეწყობა.

Performance Analysis

მასშტაბირების სტრატეგია

IT გზამკვლევი: თქვენს ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი გუნდების განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის, კომპანიის შიგნით ან აუთსორსზე მყოფი გუნდების მასშტაბირების და IT ინვესტიციების კუთხით.

უნარების განმავითარებელი პროგრამები: მიზანმიმართული, უწყვეტი სწავლება და ტრეინინგები, რაც შექმნილია IT და ბიზნეს გუნდების ტექნიკური და პიროვნული უნარების გასაუმჯობესებლად. პროგრამები ლიდერული უნარების გასავითარებლად მაღალი პოტენციალის მქონე წევრებისთვის. 

Walking on Tiles

ეჯაილ ტრანსფორმაცია

ეჯაილ მეთოდოლოგიის დანერგვა ან დახვეწა: სამუშაო პროცესის რედიზაინი თანამშრომლობისა და გამჭირვალობის გასაზრდელად, ცვლილებებისადმი მიმღებლობის და მოქნილობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, იმისათვის, რომ შემცირდეს პროდუქტის ბაზარზე წარდგენის დრო.

ცვლილების ფასილიტაცია: ორგანიზაციული ცვლილებების მხარდაჭერა, რაც თან ახლავს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვას ან და ბიზნეს სტრატეგიის მნიშვნელოვან ცვლილებას, იქნება ეს შესაბამისი რესურსების მოძიება, არსებული გუნდის წევრებისთვის როლის ცვლილება თუ სხვა.

საკვანძო რგოლების ჩართულობა: მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდების უმტკივნეულოდ გადასალახად საკვანძო რგოლების ჩართულობის სტრატეგიის შემუშავება.

Writing on Glass

OKR მიდგომის დანერგვა

ამოცანების და საკვანძო შედეგების (OKR) ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა: კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი მკაფიო, გაზომვადი მიზნების და საკვანძო შედეგების ჩამოყალიბება გუნდებსა თუ დეპარტამენტებში.

ინტეგრაცია არსებულ პროცესებთან: ახალი, OKR სისტემის ინტეგრაციის უზრუნველყოფა პერფორმანსის მართვის არსებულ ხელსაწყოებთან, იმისათვის რომ დაიხვეწოს/გაუმჯობესდეს და არ შეფერხდეს მიმდინარე ოპერაციები.

მონიტორინგი და შეფასება: ჩვენ ვნერგავთ ხელსაწყოებს და ტექნიკებს იმისათვის, რომ რეალურ დროში გქონდეთ ინფორმაცია OKR-ების შესრულების პროგრესზე და მიღწეულ წარმატებაზე. ვატარებთ უკუკავშირის რეგულარულ სესიებს მიღწეული შედეგების შესაფასებლად, გამოწვევების განსახილველად და საჭიროების შემთხვევაში მიზნების გადასახედად/კოლაბორაციისთვის.

Keyboard

©2024 შექმნილია Cando-ს მიერ.

bottom of page